1-e1569237791738

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც თანამშრომლობს ორგანიზაციებთან მათი სამეწარმეო, მენეჯერული და საზოგადოებრივი, მიმდინარე და დიდი პრობლემების გადასაჭრელად.

ცოდნისა და ექსპერტიზის გაზიარების გზით, ვქმნით ორგანიზაციებს, რომელიც მეწარმეებსა და ლიდერებს საშუალებას აძლევს მიმართონ მათი რესურსი და ძალისხმევა ბიზნესის მთავარი საქმინობისკენ.

მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, ჩვენმა დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს დაეფუძნებინათ მენეჯმენტ საკონსულტაციო ჯგუფი 2018 წლის დასაწყისში.

ჩვენი არსებობის უმთავრესი მიზანია, რომ წვლილი შევიტანოთ ბიზნესის განვითარებაში მისი კონკრეტული პრობლემისა და გამოწვევის გადაჭრის, ლიდერებისა და მენეჯერებისთვის სწორი მიმართულების მიცემის, ქოუჩინგისა და თანამშრომლების გადამზადების გზით.

მისია

ჩვენი მისიაა გადავჭრათ ბიზნესის კომპლექსური პრობლემები და გამოწვევები ინდივიდუალურად მორგებული დაგეგმვის, ანალიზისა და პრობლემის გადაჭრის მეთოდების გამოყენებით, რის შედეგადაც ბიზნესი მიაღწევს დასახულ მიზნებს, იქნება წარმატებული და მუდმივად განვითარებადი, დაზოგავს რესურსებს, გაზრდის მომგებიანობას და ოპერაციულ ეფექტიანობას.

ხედვა

ჩვენ ვისწრაფით, რომ ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე და ეფექტური ორგანიზაციები